Wednesday, March 19, 2014

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები




წითელი წიგნი

წითელი წიგნი -წითელი წიგნი არის იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომაორების მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.
წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.
 წითელი წიგნი, ისევე როგორც წითელი სიები არ წარმოადგენენ იურიდიულ დოკუმენტებს და ატარებენ მხოლოდ რეკომენდაციულ ხასიათშ. ის მოიცავს გლობალურ მაშტაბებს და მიმართულია რეკომენდაცია გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც ცხოველთა სცოცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აღნიშნული რეკომენდაციების მნიშვნელობა უზარმაზარია მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა. მისი I ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, II ნაწილი - მცენარეებს, III ნაწილი - არაორგანული ბუნების ძეგლებს.

Tuesday, February 11, 2014

უზარმაზარი გამოუყენებელი ენერგია ბუნების ძალებში

ყოველ 45 წამში ერთხელ ელვა ეცემა დედამიწის რომელიმე წერტილს. ამ ატმოსფერული ელექტრული განმუხტვისას გამოთავისუფლებული ენერგიის რაოდენობა შემთხვევების მიხედვით განსხვავდება – იწყება 100 მეგაჯოულიდან და აღწევს 30 000 მეგაჯოულს. ტიპიური მაჩვენებელი კი 1000-5000 მეგაჯოულია.

ამ რაოდენობის ენერგია ძნელად ეყოფოდა ადამიანს 30 წლით დროში გადასაადგილებლად, როგორც აკეთებდა ამას გამოგონილი პერსონაჟი, დოქტორი ემეტ ბრაუნი, ფილმში „უკან მომავალში”, როცა ის თავის დროის მანქანას მუხტავდა ელვის დარტყმით. თუმცა სრულიად საკმარისია ტიპიური ამერიკული მსუბუქი ავტომობილისთვის, რათა მან 290-1450 კმ დაფაროს, რაც ექვივალენტურია 30-144 ლიტრ ბენზინში არსებული ენერგიისა.
ძალა, რომელსაც დოქტორი ბრაუნი უწოდებდა „1.21 ჯიგავატს”, უდრის დაახლოებით 280-1390 კილოვატს საათში. ამ რაოდენობის ენერგია ტიპიურ ამერიკულ საოჯახო მეურნეობაში იხარჯება მინიმუმ 9 დღეში, ხოლო მაქსიმუმ თვენახევარში.
ელვის ენერგიის უფრო ზუსტი და კონკრეტული შეფასება ვერ ხორციელდება მისი სირთულის გამო. თავდაპირველი გაელვება ღრუბლებში ხდება, რის შემდეგაც ჰაერის თავისუფალი ელექტრონები დიდი სიჩქარით მიისწრაფვიან დედამიწისკენ და ჰაერის ატომებთან შეჯახებით იწვევენ დარტყმით იონიზაციას. ამის შემდგომ წარმოიქმნება მაღალი გამტარობის არხი, რომელშიც მძლავრი ნაკადი იწყებს დინებას და ხდება მეორე განმუხტვა. თვალი აღიქვამს მხოლოდ უბრალო გაელვებას, რაც რეალურად რამდენიმე დარტყმის ერთობლიობაა და საშუალოდ ნახევარი წამი გრძელდება. თუკი დარტყმებს შორის შუალედი ხანგრძლივია, ელვას მოციმციმედ აღვიქვამთ.
პროცესის ხანმოკლეობის მიუხედავად, ძაბვა საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ჰაერი 30 000°C-ზე გაახუროს (შედარებისთვის, მზის ზედაპირის მაჩვენებელია 5500°C). ცხელი ჰაერის სწრაფი გაფართოება წარმოქმნის ძლიერ ტალღას, რომელსაც ქუხილად აღვიქვამთ.
მიუხედავად იმისა, რომ ელვის დარტყმა გარდაუვალ სიკვდილს იწვევს, მისი ძალა ფერმკრთალდება ბუნების სხვა ძალებთან შედარებისას, ძალებთან, რომლებსაც შეუძლიათ ქალაქებსა და სანაპიროებს დიდი ზიანი მიაყენონ. იაპონიაში მომხდარი 9 ბალიანი მიწისძვრა და ცუნამი ბუნების მძვინვარების ნათელი დემონსტრირება იყო.
მეცნიერები ფიქრობენ ვულკანების, ხანძრების, ქარიშხლებისა და ძლიერი ტალღების ენერგიის გაზომვაზეც კი. მათი გამოთვლები აჩვენებს, რომ კაცობრიობის მიღწევა გეოთერმულ, ქარისა და მზის ენერგიების ათვისებასთან დაკავშირებით ძალიან უმნიშვნელოდ ჩანს ბუნებაში არსებული ენერგიის რაოდენობასთან შედარებით.


ბუნება და ადამიანები

დღეს ჩვენ მომხმარებლურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მთავარი სწორება ფულზე გვაქვს. იმით ვაფასებთ ყველაფერს, რა ღირს ესა თუ ის და გავწვდებით თუ არა მის ყიდვას. ძალიან ცოტა თუ უფიქრდება რეალურად რა ღირს ეს ნივთი და იმისთვის ვიხდით თუ არა, რისთვისაც უნდა გადავიხადოთ.
ჩვენ გავჩნდით ამ სამყაროში, დედამიწაზე, და თან არაფერი მოგვიტანია, ყველაფერი ადგილზე დაგვხვდა და ჩვენც აქტიურად დავიწყეთ მისი მოხმარება.
ცნობილია, რომ ძველი ცივილიზაციები ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებას კი მოჰყვა ბუნების, როგორც მოხმარების საგნის აღქმა და მისი მოთხოვნილებების უგულებელყოფა. მთავარი აქცენტი ადამიანის მოთხოვნილებებზე გაკეთდა, რადაც არ უნდა დამჯდარიყო მათი დაკმაყოფილება. წარმოიდგინეთ სასწორი, მის ერთ მხარეს ბუნებაა, მეორე მხარეს ადამიანი. ადრე ორივე მხარე გაწონასწორებული იყო, შემდეგ ადამიანმა გადაწონა.
თუ საკმარისი ფული გვაქვს, შეგვიძლია იმდენი მოვიხმაროთ, რომ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აღარაფერი დარჩეს. და ეს არა მხოლოდ მოხმარებად რესურსებს ეხება. ბუნებას აქვს თვითგანახლების უნარი, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება. თუ ჩვენ იმაზე უფრო სწრაფად მოვიხმარეთ, ვიდრე ბუნება მის აღდგენას შეძლებს, ჩვენ განახლებადი რესურსების გარეშეც ისევე დავრჩებით. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ წყალი, ტყეები, ჰაერი…
ყველაფერი რასაც მოვიხმართ, არა რომელიმე მწარმოებლისგან, არამედ ბუნებისგან მოდის. ადამიანის მიერ დახარჯული შრომა მხოლოდ ნაწილია საგნის ღირებულებისა. გადახდილი ფული კი მხოლოდ ადამიანს უნაზღაურებს შრომას და არა ბუნებას. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა გადავიხადოთ, ამით ბუნებას არაფერი შეემატება.
ერთადერთი გამოსავალია, მოვიხმაროთ გონივრულად – მხოლოდ ის, რაც გვჭირდება და არ დავაზარალოთ ჩვენი მოხმარებით ბუნება, ის, ვისგანაც ყველაფერს ვიღებთ და ძალიან ცოტას ვუბრუნებთ.
ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც რაიმეს ყიდვას დავაპირებთ, არ შევხედოთ ნივთის ფასს, არამედ იმ ღირებულებას, რაც ბუნებამ გაიღო მის შესაქმნელად. თუ რაიმე იაფია და უხარისხო, იქნებ არ ღირს მისი ყიდვა, რადგან მალევე გაფუჭდება და ახლის ყიდვა გახდება საჭირო. იქნებ ჯობია, უფრო ძვირის, თუმცა ხარისხიანის ყიდვა, რადგან ის უფრო დიდხანს გაძლებს, ბუნება კი ნაკლებად დაზარალდება.
რაც გვაქვს, იმას კი უნდა მოვუფრთხილდეთ. იმიტომ, რომ ამით ბუნებას ვუფრთხილდებით. ადამიანიც ბუნების ნაწილია და ბუნების განადგურებით ჩვენ საკუთარ თავს ვანადგურებთ.
და უნდა მოვუფრთხილდეთ არა მარტო ნივთებს, არამედ ყველაფერს, რაც გვაქვს, რადგან მხოლოდ შეძენა არაა საკმარისი, იმისთვის რომ ის გვქონდეს. და თუ დავკარგეთ, შეიძლება აღარ მოგვეცეს იმის საშუალება, რომ ის აღვადგინოთ.

გაყინული ნიაგარას ჩანჩქერი

ამერიკაში არსებული ანომალიური ყინვების გამო მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი და ერთ–ერთი ულამაზესი ჩანჩქერი ნიაგარა, რომელიც აშშ–სა და კანადის საზღვარზე მდებარეობს გაიყინა. მსგავსი ფაქტი აქამდე სულ ორჯერ დაფიქსირდა – 1848 და 1912 წლებში.
ნიაგარას ჩანჩქერი, რომელიც რამოდენიმე ჩანჩქერის კომპლექსისაგან შედგება, ზომით მეორეა პლანეტაზე. მისი სიმაღლე – 53 მეტრია, სიგანე კი – 792 მეტრი. ყოველწამიერად 53 მეტრი სიმაღლიდან 6.000 კუბური მეტრი წყალი იღვრება.
მიუხედავად უჩვეულოდ მკაცრი კლიმატური პირობებისა ჩანჩქერის საექკურსიო ბილეთები წამიერად იყიდება, რადგან უამრავ ადამიანს უჩნდება სურვილი საკუთარი თვალით იხილოს ერთ–ერთი უიშვიათესი ისტორიული მოვლენა.


უაკაჩინას ოაზისი

უაკაჩინას ოაზისი.ეს ადგილი მდებარეობს 8 კილომეტრის დაშორებით ქალაქ იკადან. ბუნების ამ ულამაზეს ადგილზე მოხვედრილ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი აფრიკის შუაგულში იმყოფება.
უაკაჩინა წარმოადგენს პატარა დასახლებას, რომლის მოსახლეთა ოდენობა დაახლოებით 100 ადამიანია. თავდაპირველად ამ ადგილს ქალაქ იკას მაცხოვრებლები სტუმრობდნენ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში უცხო ქვეყნის ტურისტების რაოდენობამ საკმაოდ მოიმატა.  უაკაჩინაში მთავარი გასართობი გახლავთ „სენდბორდი“  იგივე სნოუბორდი, თუმცა ამ შემთხვევაში თოვლის ფუნქციას ქვიშა ასრულებს.
ტურისტთა გაზრდილმა ნაკადმა ბუნებრივად წარმოშობილ ტბაში არსებულ წყალზე მოთხოვნა გაზარდა, რითაც  უაკაჩინას არსებობას საფრთხე დაემუქრა, საჭირო გახდა ოაზისის დამატებით სხვა წყაროთი მომარაგება და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილება. ტრადიციულად ამ ადგილს „ამერიკის ოაზისს“ ეძახიან, ვინაიდან ეს გახლავთ ერთ-ერთი ბუნებრივი ოაზისი, რომელიც შემორჩენილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე.