Wednesday, March 19, 2014

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები




წითელი წიგნი

წითელი წიგნი -წითელი წიგნი არის იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომაორების მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.
წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.
 წითელი წიგნი, ისევე როგორც წითელი სიები არ წარმოადგენენ იურიდიულ დოკუმენტებს და ატარებენ მხოლოდ რეკომენდაციულ ხასიათშ. ის მოიცავს გლობალურ მაშტაბებს და მიმართულია რეკომენდაცია გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც ცხოველთა სცოცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აღნიშნული რეკომენდაციების მნიშვნელობა უზარმაზარია მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა. მისი I ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, II ნაწილი - მცენარეებს, III ნაწილი - არაორგანული ბუნების ძეგლებს.

Tuesday, February 11, 2014

უზარმაზარი გამოუყენებელი ენერგია ბუნების ძალებში

ყოველ 45 წამში ერთხელ ელვა ეცემა დედამიწის რომელიმე წერტილს. ამ ატმოსფერული ელექტრული განმუხტვისას გამოთავისუფლებული ენერგიის რაოდენობა შემთხვევების მიხედვით განსხვავდება – იწყება 100 მეგაჯოულიდან და აღწევს 30 000 მეგაჯოულს. ტიპიური მაჩვენებელი კი 1000-5000 მეგაჯოულია.

ამ რაოდენობის ენერგია ძნელად ეყოფოდა ადამიანს 30 წლით დროში გადასაადგილებლად, როგორც აკეთებდა ამას გამოგონილი პერსონაჟი, დოქტორი ემეტ ბრაუნი, ფილმში „უკან მომავალში”, როცა ის თავის დროის მანქანას მუხტავდა ელვის დარტყმით. თუმცა სრულიად საკმარისია ტიპიური ამერიკული მსუბუქი ავტომობილისთვის, რათა მან 290-1450 კმ დაფაროს, რაც ექვივალენტურია 30-144 ლიტრ ბენზინში არსებული ენერგიისა.
ძალა, რომელსაც დოქტორი ბრაუნი უწოდებდა „1.21 ჯიგავატს”, უდრის დაახლოებით 280-1390 კილოვატს საათში. ამ რაოდენობის ენერგია ტიპიურ ამერიკულ საოჯახო მეურნეობაში იხარჯება მინიმუმ 9 დღეში, ხოლო მაქსიმუმ თვენახევარში.
ელვის ენერგიის უფრო ზუსტი და კონკრეტული შეფასება ვერ ხორციელდება მისი სირთულის გამო. თავდაპირველი გაელვება ღრუბლებში ხდება, რის შემდეგაც ჰაერის თავისუფალი ელექტრონები დიდი სიჩქარით მიისწრაფვიან დედამიწისკენ და ჰაერის ატომებთან შეჯახებით იწვევენ დარტყმით იონიზაციას. ამის შემდგომ წარმოიქმნება მაღალი გამტარობის არხი, რომელშიც მძლავრი ნაკადი იწყებს დინებას და ხდება მეორე განმუხტვა. თვალი აღიქვამს მხოლოდ უბრალო გაელვებას, რაც რეალურად რამდენიმე დარტყმის ერთობლიობაა და საშუალოდ ნახევარი წამი გრძელდება. თუკი დარტყმებს შორის შუალედი ხანგრძლივია, ელვას მოციმციმედ აღვიქვამთ.
პროცესის ხანმოკლეობის მიუხედავად, ძაბვა საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ჰაერი 30 000°C-ზე გაახუროს (შედარებისთვის, მზის ზედაპირის მაჩვენებელია 5500°C). ცხელი ჰაერის სწრაფი გაფართოება წარმოქმნის ძლიერ ტალღას, რომელსაც ქუხილად აღვიქვამთ.
მიუხედავად იმისა, რომ ელვის დარტყმა გარდაუვალ სიკვდილს იწვევს, მისი ძალა ფერმკრთალდება ბუნების სხვა ძალებთან შედარებისას, ძალებთან, რომლებსაც შეუძლიათ ქალაქებსა და სანაპიროებს დიდი ზიანი მიაყენონ. იაპონიაში მომხდარი 9 ბალიანი მიწისძვრა და ცუნამი ბუნების მძვინვარების ნათელი დემონსტრირება იყო.
მეცნიერები ფიქრობენ ვულკანების, ხანძრების, ქარიშხლებისა და ძლიერი ტალღების ენერგიის გაზომვაზეც კი. მათი გამოთვლები აჩვენებს, რომ კაცობრიობის მიღწევა გეოთერმულ, ქარისა და მზის ენერგიების ათვისებასთან დაკავშირებით ძალიან უმნიშვნელოდ ჩანს ბუნებაში არსებული ენერგიის რაოდენობასთან შედარებით.


ბუნება და ადამიანები

დღეს ჩვენ მომხმარებლურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მთავარი სწორება ფულზე გვაქვს. იმით ვაფასებთ ყველაფერს, რა ღირს ესა თუ ის და გავწვდებით თუ არა მის ყიდვას. ძალიან ცოტა თუ უფიქრდება რეალურად რა ღირს ეს ნივთი და იმისთვის ვიხდით თუ არა, რისთვისაც უნდა გადავიხადოთ.
ჩვენ გავჩნდით ამ სამყაროში, დედამიწაზე, და თან არაფერი მოგვიტანია, ყველაფერი ადგილზე დაგვხვდა და ჩვენც აქტიურად დავიწყეთ მისი მოხმარება.
ცნობილია, რომ ძველი ცივილიზაციები ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებას კი მოჰყვა ბუნების, როგორც მოხმარების საგნის აღქმა და მისი მოთხოვნილებების უგულებელყოფა. მთავარი აქცენტი ადამიანის მოთხოვნილებებზე გაკეთდა, რადაც არ უნდა დამჯდარიყო მათი დაკმაყოფილება. წარმოიდგინეთ სასწორი, მის ერთ მხარეს ბუნებაა, მეორე მხარეს ადამიანი. ადრე ორივე მხარე გაწონასწორებული იყო, შემდეგ ადამიანმა გადაწონა.
თუ საკმარისი ფული გვაქვს, შეგვიძლია იმდენი მოვიხმაროთ, რომ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აღარაფერი დარჩეს. და ეს არა მხოლოდ მოხმარებად რესურსებს ეხება. ბუნებას აქვს თვითგანახლების უნარი, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება. თუ ჩვენ იმაზე უფრო სწრაფად მოვიხმარეთ, ვიდრე ბუნება მის აღდგენას შეძლებს, ჩვენ განახლებადი რესურსების გარეშეც ისევე დავრჩებით. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ წყალი, ტყეები, ჰაერი…
ყველაფერი რასაც მოვიხმართ, არა რომელიმე მწარმოებლისგან, არამედ ბუნებისგან მოდის. ადამიანის მიერ დახარჯული შრომა მხოლოდ ნაწილია საგნის ღირებულებისა. გადახდილი ფული კი მხოლოდ ადამიანს უნაზღაურებს შრომას და არა ბუნებას. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა გადავიხადოთ, ამით ბუნებას არაფერი შეემატება.
ერთადერთი გამოსავალია, მოვიხმაროთ გონივრულად – მხოლოდ ის, რაც გვჭირდება და არ დავაზარალოთ ჩვენი მოხმარებით ბუნება, ის, ვისგანაც ყველაფერს ვიღებთ და ძალიან ცოტას ვუბრუნებთ.
ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც რაიმეს ყიდვას დავაპირებთ, არ შევხედოთ ნივთის ფასს, არამედ იმ ღირებულებას, რაც ბუნებამ გაიღო მის შესაქმნელად. თუ რაიმე იაფია და უხარისხო, იქნებ არ ღირს მისი ყიდვა, რადგან მალევე გაფუჭდება და ახლის ყიდვა გახდება საჭირო. იქნებ ჯობია, უფრო ძვირის, თუმცა ხარისხიანის ყიდვა, რადგან ის უფრო დიდხანს გაძლებს, ბუნება კი ნაკლებად დაზარალდება.
რაც გვაქვს, იმას კი უნდა მოვუფრთხილდეთ. იმიტომ, რომ ამით ბუნებას ვუფრთხილდებით. ადამიანიც ბუნების ნაწილია და ბუნების განადგურებით ჩვენ საკუთარ თავს ვანადგურებთ.
და უნდა მოვუფრთხილდეთ არა მარტო ნივთებს, არამედ ყველაფერს, რაც გვაქვს, რადგან მხოლოდ შეძენა არაა საკმარისი, იმისთვის რომ ის გვქონდეს. და თუ დავკარგეთ, შეიძლება აღარ მოგვეცეს იმის საშუალება, რომ ის აღვადგინოთ.

გაყინული ნიაგარას ჩანჩქერი

ამერიკაში არსებული ანომალიური ყინვების გამო მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი და ერთ–ერთი ულამაზესი ჩანჩქერი ნიაგარა, რომელიც აშშ–სა და კანადის საზღვარზე მდებარეობს გაიყინა. მსგავსი ფაქტი აქამდე სულ ორჯერ დაფიქსირდა – 1848 და 1912 წლებში.
ნიაგარას ჩანჩქერი, რომელიც რამოდენიმე ჩანჩქერის კომპლექსისაგან შედგება, ზომით მეორეა პლანეტაზე. მისი სიმაღლე – 53 მეტრია, სიგანე კი – 792 მეტრი. ყოველწამიერად 53 მეტრი სიმაღლიდან 6.000 კუბური მეტრი წყალი იღვრება.
მიუხედავად უჩვეულოდ მკაცრი კლიმატური პირობებისა ჩანჩქერის საექკურსიო ბილეთები წამიერად იყიდება, რადგან უამრავ ადამიანს უჩნდება სურვილი საკუთარი თვალით იხილოს ერთ–ერთი უიშვიათესი ისტორიული მოვლენა.


უაკაჩინას ოაზისი

უაკაჩინას ოაზისი.ეს ადგილი მდებარეობს 8 კილომეტრის დაშორებით ქალაქ იკადან. ბუნების ამ ულამაზეს ადგილზე მოხვედრილ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი აფრიკის შუაგულში იმყოფება.
უაკაჩინა წარმოადგენს პატარა დასახლებას, რომლის მოსახლეთა ოდენობა დაახლოებით 100 ადამიანია. თავდაპირველად ამ ადგილს ქალაქ იკას მაცხოვრებლები სტუმრობდნენ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში უცხო ქვეყნის ტურისტების რაოდენობამ საკმაოდ მოიმატა.  უაკაჩინაში მთავარი გასართობი გახლავთ „სენდბორდი“  იგივე სნოუბორდი, თუმცა ამ შემთხვევაში თოვლის ფუნქციას ქვიშა ასრულებს.
ტურისტთა გაზრდილმა ნაკადმა ბუნებრივად წარმოშობილ ტბაში არსებულ წყალზე მოთხოვნა გაზარდა, რითაც  უაკაჩინას არსებობას საფრთხე დაემუქრა, საჭირო გახდა ოაზისის დამატებით სხვა წყაროთი მომარაგება და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილება. ტრადიციულად ამ ადგილს „ამერიკის ოაზისს“ ეძახიან, ვინაიდან ეს გახლავთ ერთ-ერთი ბუნებრივი ოაზისი, რომელიც შემორჩენილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე. 


Thursday, February 6, 2014

საქართველოს სახელმწიფო ნაკრძალები


  1. ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი — ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტშისოფ. ბაბანეურსა და არგოხთან, კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდინარე ალაზნის ნაპირზე, ზღვის დონიდან 439-600 მ. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.[1] ნარკძალის ფართობია 747 ჰა. დაარსებულია 1950 წელს მესამეული ხანის რელიქტის — კავკასიური ძელქვის იშვიათი მასივის დაცვა-შემონახვის მიზნით. კავკასიური ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომებად, ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთად. შერეულია აგრეთვე მუხა,ნეკერჩხალი და სხვა. ქვეტყეს ქმნის კუნელიკვიდოშინდანწლაზღმარტლიასკილი. ნაკრძალში ძელქვის სიმაღლეა 20-30 მ, დიამეტრი — 90 სმ-მდე. გარდა მრავალი სახეობის ფრინველის, ნაკრძალში ბინადრობენ ძუძუმწოვრებიც: შველიკურდღელიმელათეთრყელა კვერნა და სხვა.


     2.ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი  ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.[1] დაარსებულია1935 წელს. ფართობი 3,0 ათ. ჰა-ზე მეტი. ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის - უთხოვრის ხელუხლებელი კორომები, რომლითაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, უთხოვარი შერეულია წიფლნარში. ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა: ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა,ფრინველებიდან - ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა.
ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომბს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს



4.ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთშიგაგრის ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის კონცხზე. დაარსდა 1926 წელს, საერთო ფართობია 164,7 ჰა. ტყით დაფარულია 123 ჰა, რომლის უმეტესი ნაწილი (69,7) რელიქტურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია; გარდა ფიჭვისა გვხვდება ქართული მუხა, წაბლი,კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა, ცაცხვიიფანი, კოლხური ბზა და სხვა. ბიჭვინთის ფიჭვის ნაკრძალი მსოფლიო მნიშვნელობისაა. ეს სახეობა მესამეულ პერიოდს განეკუთვნება და ყირიმკავკასიური ფლორის უკანასკნელ ნაშთად ითვლება.
ნაკრძალის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ბიჭვინთის ფიჭვის გავრცელება მკვეთრად მცირდება და იცვლება ბზის დაჯგუფებით (ცალკეული ეგზემპლარის სიმაღლე 10 მ აღწევს). ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალში გვხვდება კოლხური ხოხობიგარეული ღორიშველი, კავკასიური და ტელეუტური ციყვიკვერნა და სხვა. ნაკრძალში ტარდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ფიჭვის დაცვისა და მომრავლების მიზნით.

5.ბორჯომის ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - 1995 წელს. დაცული ტერიტორიები წარმოადგენილია უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ კვანძზე, იქ, სადაც თავს იყრის სუბტროპიკული, ზომიერი, სემიჰუმიდური და წინააზიური ლანდშაფტები. ეროვნული პარკის ფართობია 760 კმ², რის მიხედვითაც იგი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, ეროვნულ პარკთან და ნაკრძალთან, ბორჯომის ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ნეძვის აღკვეთილი.
ეროვნული პარკის და ნაკრძალის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ლანდშაფტთა ვერტიკალური ზონალობა მუქწიწვიანი და ფართოფოთლოვანი ტყეებით დაწყებული და ფართოფოთლოვანი ტყეებით დამთავრებული. აქვეა ფლორისა და ფაუნის ათეულობით ედემური და რელიქტური სახეობა. დიდი ყურადღება ექცევა კავკასიური ირემის დაცვა-აღდგენას.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბორჯომის ნაკრძალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბორჯომ-ბაკურიანის რეკრეაციული ზონის ფუნქციონირებაში. მისი მონახულებით ყოველწლიურად ათასობით უცხოელი ტურისტია დაინტერესებული. გარდა ამისა, მისი მეშვეობით პრაქტიკულად დაცულია მცენარეული საფარი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წყალდაცვითი, ნიადაგდაცვითი და საკურორტო ფუნქცია გააჩნია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ათამდე ტურისტული მარშუტით შეიძლება გადაადგილება, რომელთა უმრავლესობა სალაშქრო-საცხენოსნო ხასიათისაა.


6.გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთშისოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ზემო და შუა დინებაში. ფართობი 13 ათ. ჰა. დაარსდა 1941 წელს (გაუქმდა 1951, აღადგინეს 1976).
ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ხეობებითა და მდინარეებით დასერილი. ნაკრძალის მიზანია მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დაცვა და შესწავლა. ტყის მცენარეულობა ვერტიკალური სარტყლების მიხედვით (ზღვის დონიდან 200 მ-იდან 1800-2000 მ-მდე) იცვლება. გავრცელებულია უმთავრესად წიფლის, წაბლისსოჭისა და სუბალპური მეჩხერი ტყის ფორმაციები. ტყის ძირითადი ჯიშებია წიფელი, სოჭი, ნაძვი, ცაცხვი, ნაკერჩხალი, იფანი, მუხა, მურყანი, უთხოვარი; ქვეტყეში იზრდება ბზა, წყავი, შქერი. ცხოველებიდან გვხვდება არჩვიშველიდათვიგარეული ღორიწავი, თეთრი და ყვითელგულა კვერნა,მგელიმელაციყვიმაჩვიგარეული კატაროჭოშავი შაშვიკოდალა და სხვა. მდინარეები მდიდარია კალმახით.

6.ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი — კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში,შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს,უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.
ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკიბერყენაბროწეული,ბალღოჯიგრაკლაშავჯაგაძეძვიჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბიკოდალაორბისვავიმიმინოუფეხურამოლაღური,კვირიონიჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორიკურდღელი, ტყისა და ველის მელაკავკასიური მგელიდათვი, ზოლებიანი აფთარიმაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.

დაარსდა 1959 მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად. კინტრიშის ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ნაკრძალში შემონახულია მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობა. სუბტროპიკული მცენარეულობის სარტყელს (500 მ) ცვლის მუხნარ-რცხილნარის (500-1000 მ)და მუხის (1000-2000 მ) სარტყლები, უფრო ზემოთ სუბალპური მეჩხერი ტყე (2000-2200 მ) და ალპური მდელოებია (2200-2600 მ). მერქნიანი მცენარებიდან აქ გვხვდება ჰარტვისის მუხა, შავი მურყანი, რცხილა, უთხოვარიბზა, პონტოს მუხა, მედვედევის არყიძახველი, ხეშავი, ჭნავი, ქონდარა ღვია და სხვა. ცხოველებიდან — შველიარჩვიდათვიმელაკვერნატყის კატადედოფალაკავკასიური გველგესლა და კავკასიური სალამანდრაროჭო, ტყის ქათამი. მდინარეებში ბევრია კალმახი.
ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: კობალაურიხინოდიდვაკე. ნაკრძალის ტერიტორიაზეა ცხემოვანის შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ცხემოვანის დედათა მოანსტერი.

8.სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას,ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 354 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელიწაბლირცხილათელაბზაძელქვამურყანიცაცხვიმუხა,პანტამაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულიატურაკვერნამაჩვიმელაკურდღელიციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.



9.ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე,საქართველოს ტერიტორიაზე. დაარსდა 1912 წელს. უჭირავს 17668 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12346 ჰა (72 %), დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია. ზღვის დონიდან სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (450-3500 მ), მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას. აქ მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი (ზღვის დონიდან 450-2300 მ-მდე) ქართული მუხის მუხნარებით და აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით და ალპური სარტყელი (ზღვის დონიდან 2300-3500 მ) მდელოებით, „ხალებით“ და დეკიანებით. ამ სარტყლებს შორის განლაგებულია სუბალპური მეჩხერი (მაღალმთის მუხისა და ბოკვის) და ტანბრეცილი (არყის) ტყეების სარტყელი (ზღვის დონიდან 1700-2300 მ). ალპური სარტყლის მაღლა სუბნივალური სარტყელია (ზღვის დონიდან 3000 მ) ძლიერ მეჩხერი ბალახნარით.
საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები:ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა). ნაკრძალში აღრიცხულია 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ბევრია კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერიგარეული ღორი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და სხვა.
ფრინველებიდან (აღრიცხულია მათი 120 სახეობა) აღსანიშნავია კავკასიური როჭო და შურთხი, დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი, რეგისტრირებულია აგრეთვე ამფიბიის 4 დაქვეწარმავლების 8 სახეობა. ნაკრძალში მოწყობილია ფლორისა და ფაუნის მუზეუმი, მაღამთის მეტეოროლოგიური სადგური. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი დაჯილოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1972).


10.თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში. დაარსებულია 1961წელს, მისი ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.
ნაკრძალის ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და მეტად სპეციფიკური ბიო-ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით. ამ ზონაში არსებული სუბალპური არყნარები და დეკიანი კომპლექსები ხასიათდება როგორც ზვავსაწინააღმდეგო, ნაშალდამმაგრებელი და ეროზიასაწინააღმდეგო ცენოზები; ნაკრძალი მნიშვნელოვანია როგორც მესამეული პერიოდის იშვიათ ცხოველთა სახეობების საარსებო გარემო. იგი მოიცავს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობების არეალებსა და საბინადრო ადგილებს. აქ მობინადრე ცხოველთაგან აღსანიშნავია ნიამორი, კავკასიური ჯიხვი — მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირისწითელ ნუსხაში; აგრეთვე აღსანიშნავია არჩვიმგელიფოცხვერიდათვი და სხვ. ფრინველთაგან - შავარდენი,მთის არწივი და სხვ.
ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.

11.ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე. დაარსდა 1977 წელს, ფართობი 6388 ჰა. ნაკრძალის მიზანია შიდა ქართლის ტერიტორიაზე გავრცელებული ძუძუმწოვრების (კავკასიური ირემი,შველიარჩვიგარეული ღორიდათვიფოცხვერიკვერნა), ფრინველისა (როჭოშურთხი) და მცენარეების (წაბლი,თელაბზაწიფელიმუხა და სხვა) დაცვა, მომრავლება და შესწავლა

12.მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი — ნაკრძალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიგომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე. ფართობი 1033 ჰა. დაარსდა 1935 წელს რელიქტური სოსნოვსკის ფიჭვის იშვიათი მასივის შემონახვის მიზნით. ნაკრძალის ფართობის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. აქ ხარობს რცხილაჯაგრცხილამუხაწიფელი,ნეკერჩხლებითელა. ქვეტყეში მრავალი სახეობის ბუჩქია. სოსნოვსკის ფიჭვი გავრცელებულია ზღვის დონიდან 800-1800 მ-ზე. ქმნის როგორც წმინდა (კონგლომერატებზე, ნაშალებზე, რიყეებზე და გამოტანის კონუსებზე), ისე შერეულ ზევნარებს ფიჭვნარ-მუხნარის, ფიჭვნარ-რცხილნარისა და სხვა სახით. ნარძალში ვხვდებით სოსნოვსკის ფიჭვის ოთხ ფორმას: პირამიდულს, კომპაქტურს, ოვალურსა და ქოლგისებურს.



13.რიწის დაცული ტერიტორია[1] — კომპლექსური ნაკრძალი საქართველოშიაფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრიდან 60 კმ-ზე. განლაგებულია მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბისგარშემო. ფართობი 16 289 ჰა. დაარსდა 1946 წელს შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის დაცვის მიზნით. ნაკრძალის ტერიტორია დანაწევრებულია ხეობებით. ტყეები მოქცეულია რიწის ტბის გარშემო მდინარეთა ხეობებში. ზღვის დონიდან 300-600 მ სიმაღლეზე ტყის მასივებში ჭარბობს მუხარცხილაცაცხვიბზადა სხვა. 600-1800 მ-ზე გავრცელებულია კავკასიური სოჭის, კავკასიური ფიჭვის და აღმოსავლური წიფლის კორომები, 1800-2200 მ-ზე — კავკასიური სოჭისა და აღმოსავლური ნაძვის ტყეებია. ქვეტყეში გვხვდება შქერი,წვავიჭყორიიელითხილიკავკასიური მოცვი და სხვა. ამ ტყეებს ესაზღვრება სუბალპური ტყე-მდელოს სარტყელი. მის ზემოთ მოქცეულია ალპური, სუბნივალური და ნივალური სარტყლები. ტყეში ბევრი მგალობელი და მტაცებელი ფრინველიაძუძუმწოვრებიდან გვხვდება კავკასიური ირემიშველიარჩვიგარეული ღორი, ტყის კვერნა, მაჩვიკურდღელი. უამინდობისას ნაკრძალს თავს აფარებს დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი. რიწის ტბაშიბინადრობს კალმახი, აკლიმატიზებულია სიგი.